“მიქსმეტრონომი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს კორონა ვირუსსა და მაიმუნის ყავილთან დაკავშირებით ესაუბრა.
გველოდება თუ არა ახალი კოვიდ ტალღა?
ახლა ვართ გარკვეული მატების პერიოდში, რაც ყველანაირი შეზღუდვის მოხსნით არის განპირობებული და ქვეშტამის ცირკულაციით ქვეყანაში, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ველოდით, რომ ასე იქნებოდა. მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ მოიმატებს შემთხვევათა რიცხვი.
კვლავ შემოსაღებია თუ არა კოვიდ რეგულაციები?
ეს დამოკიდებულია ზოგადად მსოფლიოს სიტუაციაზე. რა სიტუაცია იქნება, რა შტამები და ახალი ქვეტიპები გაჩნდება, რამდენად რისკს შეუქმნიან ისინი საზოგადოებას – ამის მიხედვით უნდა იმსჯელონ რამეთუ საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა.
უნდა ველოდოთ თუ არა კოვიდ აფეთქებას?
ჩვენ პანდემიაში ვცხოვრობთ. პანდემიის დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რა თქმა უნდა გვექნება შემთხვევების მატება, კლება და ასე შემდეგ.
რამდენად საშიშია მაიმუნის ყვავილი და რამდენად სწრაფად ვრცელდება?
არა ენდემურ ქვეყნებში გავრცელების ტემპი ძალიან მაღალი არ არის, თუმცა არის ახალ-ახალი შემთხვევები რა თქმა უნდა და უფრო მეტ ქვეყანაში ხდება მისი აღმოჩენა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ განგაშის დონე ყველა ქვეყანაში აწიეს და მიმდინარე დაავადებებში მეტი სკრუპულოზურობით იკვლევენ. მეორე მხრივ უბრალოდ გადაცემა ხდება ამ ინფექციის მაღალი რისკის კატეგორიაში
რა ასაკის ადამიანებისთვის არის განსაკუთრებით საფრთხილო მაიმუნის ყვავილი?
ამ ეტაპზე როგორც ჩანს განსაკუთრებით საფრთხილო გადადების თვალსაზრისით არის აქტიური ასაკის ადამიანებისთვის. დაავადების მიმდინარეობის თვალსაზრისით ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას ორსულები და ბავშვები