უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და რუსულ მედიაში ქართველ სამხედროებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
“რუსული სამხედრო მედია წერს უკრაინაში ქართველ მეომრებს და ჯგუფებს შორის უთანხმოებებზე და განხეთქილებაზე. კონკრეტულად ჩვენსა და [ავთო ქაჯაიას მოიხსენიებს] დაჯგუფება “შერეკილებს” შორის თითქოს არის განხეთქილება, ასევე “ქართულ ლეგიონსა” და ჩვენს შორის. თითქოს ჩვენს შორის შესაძლოა მოხდეს სერიოზული კომფლიქტი. მინდა ღიად გავაკეთო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენს შორის არანაირ განხეთქილებას არ ჰქონია და არც ექნება ადგილი “კავკასიის ლეგიონი” მზად არის ნებისმიერ დროს დადგეს ნებისმიერი ქართველი მეომრის გვერდით რუსული საოკუპაციო ჯარების გასანადგურებლად და დარწმუნებული ვარ ანალოგიურად ნებისმიერი ქართველი მეომარი დადგება ჩვენს გვერდით თუ გაგვიჭირდა! მტრის ჯიბრზე ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან და ტყუილად ხარობენ რუსეთის რუპორები! ჩვენი მებრძოლი ქართველების სახელით : “Русский Военный Корабль Иди Нахуи!” – წერს ლადო გამსახურდია