გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები კიდევ ერთი ნიჭიერი სპორტსმენით გაძლიერდა. 13 წლის ინგა გურგენიძემ, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად, რუსეთის ქალაქ ყაზანში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა და საქართველოს სახელით რამდენიმე კვირაში დებიუტიც ექნება
რუსეთში მოციგურავის ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააღიზიანა. სპორტული გამოცემა “ჩემპიონატი” ავრცელებს სტატიას, სათაურით: “საქართველო კვლავ გვართმევს ტალანტებს”.
“ანასტასია გუბანოვას შემდეგ, საქართველოს დროშის ქვეშ მისი უმცროსი კოლეგა ინგა გურგენიძეც გამოვა. ახალ სეზონში 13 წლის მოციგურავე იუნიორულ საფეხურზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას შეძლებს. მისთვის ერთ-ერთი პირველი ასეთი სტარტი იქნება გრან პრის ეტაპი, რომელზედაც იგი რუსეთის სახელით ვერ წარდგებოდა. საქართველოში გადასვლით კი მას რეალურად შეუძლია, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლოს და სამომავლოდ ნაკრების ლიდერიც გახდეს”, – წერს გამოცემა.
13 წლის ინგა გურგენიძემ, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად, რუსეთის ქალაქ ყაზანში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა და საქართველოს სახელით რამდენიმე კვირაში დებიუტიც ექნება
რუსეთში მოციგურავის ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააღიზიანა. სპორტული გამოცემა “ჩემპიონატი” ავრცელებს სტატიას, სათაურით: “საქართველო კვლავ გვართმევს ტალანტებს”.
“ანასტასია გუბანოვას შემდეგ, საქართველოს დროშის ქვეშ მისი უმცროსი კოლეგა ინგა გურგენიძეც გამოვა. ახალ სეზონში 13 წლის მოციგურავე იუნიორულ საფეხურზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას შეძლებს. მისთვის ერთ-ერთი პირველი ასეთი სტარტი იქნება გრან პრის ეტაპი, რომელზედაც იგი რუსეთის სახელით ვერ წარდგებოდა. საქართველოში გადასვლით კი მას რეალურად შეუძლია, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლოს და სამომავლოდ ნაკრების ლიდერიც გახდეს”, – წერს გამოცემა.
როგორც ირკვევა, ინგამ მიმდინარე წელს ყაზანის საქალაქო პირველობაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონიც გახდა.
წყარო: ambebi.ge