„ტაბულას“ დირექტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე თაამრ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ერთხელ, საბერძნეთში ვიყავით – კუნძულ კრეტაზე. გიგა საბავშვო აკვალანგით იყო აღჭურვილი და ეგეოსის ზღვის სამყაროს ეუფლებოდა!
ვხედავ, დასისხლიანებული ამოდის ნაპირზე და ხელში ლურჯი ეკლის ვარდი უჭირავს – სასოებით მოაბრძანებს ჩემი მიმართულებით.
განვათავსე შეზლონგზე ლამაზად და კითხვა/გარუჯვა გავაგრძელე.
ცოტა ხანში დავხედე და ჩემი ყვავილი ლურჯ სისხლად იღვრება – ყვავილი კი არა, ზღარბი ყოფილა! უნი – ზღვის ზღარბის ხორცი – ჩემი საყვარელი საკვები გახდა და ჭამა დავიწყე.
სასწაულია – გააზიარეთ.“