ქარელის მუნიციპალიტეტში, ავლევის მაცხოვრებლებმა სოფლის მიმდებარედ მინდორში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს. როგორც ირკვევა, გარდაცვლილია 30 წლის თინიკო ჩოჩნიძე, რომელიც ქმარმა მოკლა.
გარდაცვლილის მეგობარი ნიკა მოსიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომხდარის დეტალებზე წერს.
“საოცარი გოგო იყო თინა… თბილი, კეთილი, მხიარული. ჩემი სოფლიდან იყო, ვაყედან. მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ. მის ქმარს ფსიქკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შვილი არ დარჩენიათ, რამდენადაც ვიცი.” – ამბობს ambebi.ge -სთან ნიკა მოსიაშვილი.