საბერძნეთის ეროვნული საინფორმაციო გადაცემების უწყებით, ასპროპირგოში, ქართველმა ქალმა ქუჩაში, საბანში გახვეული ახალშობილი გოგონა იპოვა, რომელსაც ჭიპლარი ჯერ კიდევ ზედ ჰქონდა.
ქალმა, აღნიშნულის შესახებ, დაუყონებლივ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
ინფორმაციის თანახმად, ადგილზე გამოცხადებულმა სამაშველო ჯგუფმა ახალშობილი “აგლაია კირიაკოუს” ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაწყებულია გამოძიება ახალშობილის დედის ვინაობის დასადგენად. პოლიცია აღნიშნულთან დაკავშირებით გაესაუბრება ქართველ ქალბატონსაც.