პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მსოფლიო პოლიტიკის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ვერ გაიგო ამერიკა და ბრიტანეთი ერთმანეთს ებრძვიან თუ რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ეკონომიკურ ალიანსს.
“ნახეთ, ერთი სრულიად უბრალო მაგალითი ბრიტანულ-ამერიკული საცოდაობისა და პოლიტიკური “ბიპოლარული აშლილობის” შესახებ.
არ დავიწყებ იმის მოყოლას რა დღეშია ტაივანი. ჩაფრინდა პელოსია თუ ფალოსი ტაიბეიში. ნუ, გააფრთხილეს -ნუ შობი მაგასო!… მაინც იკვიცა და ჩაფრინდა. ჰო და, კია, ახლა, ტაივანი ისე, რაფერცაა….
მე, ორი – ინგლისელი და ამერიკელი ქალის განცხადებას მოგაწვდით ამ საკითხზე:
- აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – ნენსი პელოსი – “ამერიკა მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ამერიკა მიიჩნევს, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში”
ახლა, დღეს, მეორე…
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლიზ ტრასი – დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს ჩინეთს, მშვიდობიანი გზებით, ძალის გამოყენების მუქარისა და იძულების გარეშე, მოაგვაროს ტაივანის საკითხი.” ანუ, ყველაზე დემოკრატიულსა და თავისუფალს მოუწოდებს.
ჰო და, ისმის კითხვა, ესენი ერთმანეთს ებრძვიან თუ რუსეთ- ჩინეთის სამხედრო-ეკონომიკურ ალიანსს?…
და საერთოდ, რა უნდათ?!
არა და, ამ ორ სახელმწიფოს, ოდესღაც, პოლიტიკური ვეშაპები მართავდნენ! – უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ რუზველტი!
როგორ დეგრადირებს მსოფლიო!
ამათ იმედზეა პიკასო?…” – წერს ხოფერია