მოცეკვავე თეონა კოჭლამაზაშვილი “პრაიმ ჰაუსის” მონაწილე გახლდათ. პროექტში თეოს და ავთოს რომანტიკულ წყვილს ბევრი გულშემატკივრობდა, მაგრამ ავთოს ღალატმა სიტუაცია არია.
სწორედ ამ ურთიერთობაზე თეომ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
– პროექტი რომ დატოვეთ, ავთოს “ტიკ-ტოკ” გვერდზე, თქვენი და ავთოს ერთობლივი ვიდეო გაჩნდა, რამაც მაყურებლებს კითხვები გაუჩინა.
– გადაცემაში – “რატის ბარი” მე და ავთო მიგვიწვიეს და ვიდეოც იქ გადავიღეთ. ჩემ შესახებ წერდნენ: ისეთი უთავმოყვარეო ხარ, რომ ავთოსთან ერთად ვიდეო გადაიღე. საერთოდ, ამ ადამიანს როგორ ელაპარაკებიო?!. რეალურად, ავთომ გულწრფელი ბოდიში მომიხადა იმის გამო, რაც ჩემ მიმართ არასწორად გააკეთა. გასაგებია… შეცდომების გამო ადამიანს ვერ მოვკლავ. ხალხის ნაწილს ჰგონია, რომ შევრიგდით (იცინის). არ შევრიგებულვართ. უბრალოდ, ვმეგობრობთ. აქ მოწონება-არმოწონებაზე საუბარი არ არის. ჩვეულებრივად, კარგი მეგობრები ვართ.
წყარო: “კვირის პალიტრა”