ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს.
„როდესაც ცნობა მომივიდა, რომ ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის ვიყავი, უცებ, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. გიწევს ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომელზეც არ მიფიქრია.
მაგალითად, გადაღება. ჩამოდის BBC-ი და ფეხსაცმელი არ გაქვს. რამდენიმე სიუჟეტში ჩანს, რომ ფეხი მონგრეული მიდევს, რომ დამემალა, რადგან ფეხსაცმლის ის მხარე გამონგრეული იყო,“- იხსენებს ლადო აფხაზავა.