14 იანვარს ორი ცნობილი ქალბატონის დედის დაბადების დღეა. მომღერალი ლელა წურწუმია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძველით ახალ წელს არ ცნობს. 14 იანვარი იმიტომ უყვარს, რომ ამ დღეს დედამისი და მისი და დაიბადნენ. მსახიობი ნანუკა გულუა კი დედას “ამხელს”, მისალოცად ვურეკავთ და არ გვპასუხობსო.
ლელა წურწუმია: – ახალი წელი ჩემთვის არის ერთხელ. მე ძველით ახალი წელი მიყვარს იმიტომ, რომ დედაჩემი და ჩემი და არიან დაბადებულნი. დედას ნინო ჰქვია, თან დღეს ნინოობა. ასევე ჩემი და, ეკა დაიბადა 14 იანვარს. აი, ამიტომ მიყვარს ეს დღე.
ნანუკა გულუა: – უკვე მეორე წელია თავის დაბადების დღეზე ტელეფონს გვირთავს და არ იღებს დაბადების დღის მილოცვას. მისი ხელმწიფის გარეშე, არ უხარია დაბადების დღე…
მინდა ჩემს სამყაროში ყველაზე ჭკვიან, ყველაზე ლამაზ, ყველაზე კეთილ, ყველაზე სამართლიან, ყველაზე მაგარ ქალს – დედაჩემს მივულოცო დაბადების დღე!
დე, ჩემი ცხოვრების აზრი ხარ, ყველა გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელო, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაგახარო და გაგაბედნიერო! მიყვარხარ ყველა სიძლიერის სიყვარულით, რაც არსებობს.
წყარო: “პრაიმაბები”