დღეს დილით გურიაში, მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა.
როგორც ტელეკომპანია “მთავარი” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, მძღოლმა მდინარეში ჩავარდნამდე ავტომანქანიდან გადახტომა მოასწრო, რის შემდეგაც ის მეთევზეებმა ამოიყვანეს წყლიდან.
მისი თქმით, წინ მიმავალმა ავტომობილმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, რა დროსაც აცილება სცადა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მდინარისკენ წავიდა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.