ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი 53 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახანს, დასავლურ მედიაში გავცელდა. The Guardian-ის ცნობით, მსახიობი 5 აგვისტოს, ლოს ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ის ავტომობილით მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.
მასხიობს ფილტვები მნიშვნელოვნად ჰქონდა დაზიანებული და ტვინის ანოქსიური ტრავმა აღენიშნებოდა.
ენ ჰეჩი ცნობილია ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა Six Days Seven Nights, Donnie Brasco და Volcano.