გია ჯაჯანიძე ჟურნალ „სარკესთან“ თავის კულინარიულ შესაძლებლობებზე დასმულ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ თავად ვეგეტარიანელია, ხორცს არ მიირთმევს და მის სახლში ყოველდღიურად საჭმლის მცირე ულუფა მზადდება, რადგან მორჩენილი საჭმლის გადაყრა ძალიან ენანება:
„ეს ალბათ იმიტომ, რომ შიმშილობა მაქვს გამოვლილი. პურის ნაჭერს არასდროს გადავაგდებ. ვახმობ და სოფელში ვაგზავნი. ყველაფრის ფასი ვიცი. როცა ადამიანები მშივრები არიან, ვიტანჯები. ამიტომ თუ საჭმელს ვყრი, მგონია, დანაშაულს ჩავდივარ…“