ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის ვინაობა ცნობილია, – ის თბილისში მცხოვრები 20 წლის მირიან კუკავაა და ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.
როგორც ირკვევა, ამ წუთებში კი ხალხმრავლობაა მცხეთის პოლიციასთან, სადაც დილის 4 საათიდან დაკითხვების სერია მიმდინარეობს. პოლიციაში 50-მდე პირი იმყოფება. მათ შორის ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდების მშობლებიც.
“ტვ პირველის” ცნობით, 20 წლის ბიჭს დანა გულის არეში ჩაარტყეს. ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.
სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.