ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, მდინარე სუფსაში ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცია. – ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ორი ორი დღის წინ გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ.
„სათევზაოდ იყო წასული. მდინარეში ცოტა ღრმად შევიდა და გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ზუსტად იმ ადგილას იპოვეს სადაც თევზაობდა.“- ამბობს ადგილობრივი.