იტალიაში საკონცერტო ტურნეს შემდეგ, ქეთა თოფურია, ქმართან ერთად, საქართველოში დაბრუნდა. რუსი ბიზნესმენი ლევ ძენგოვი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც რამზან კადიროვის მრჩეველი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქართველოში მეუღლესთან ერთად ხშირად ჩამოდის. ცნობილია, რომ თოფურიამ უკვე რამდენიმე წელია, წყნეთში ძვირადღირებული აგარაკი აიშენა. ძენგოვის თბილისში ყოფნის დამადასტურებელი ფოტოები, მოძრაობა “სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
“კადიროველი” ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული (აფხაზეთში იყო რამდენჯერმე) ერთობა საქართველოში და უკრაინელ ჟურნალისტს, ანტიპუტინისტ გორდონს ეს მთავრობა საზღვრიდან აძევებს. აი, მეტი როგორ უნდა თქვას ამ მთავრობამ, რომ რუსია.
პ.ს. ძენგოვი ქეთა თოფურიას ქმარია, ქეთაც გვერდზე ეჯდა. ვერ მოვახერხე უბრალოდ ფოტოს გადაღება” – წერს მარიამ გეგუჩაძე.