ოჯახი თურქეთში სამუშაოდ წასულ კახა კახიძე, რომელსაც მეუღლე ეძებდა, იპოვეს. – ამის შესახებ ინფორმაციას “ფორტუნას” მეუღლემ, სალომე ასპანიძემ მიაწოდა.
ასპანიძე აცხადებს, რომ მეუღლეს თავად ესაუბრა და ის სტამბოლში იმყოფება.
მამაკაცის გაუჩინარების შესახებ მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გუშინ გამოაქვეყნა.
“2022 წლის 18 აგვისტოს თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა ჩემი მეუღლე კახა კახიძე. პოლიციის ინფორმაციით 19 აგვისტოს გადაკვეთა თურქეთის საზღვარი. 6 დღეა უშედეგოდ ვცდილობ მასთან ტელეფონზე დაკავშირებას. ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს სადმე შეგხვედრიათ ან რამე ინფორმაციას ფლობთ მცირედიც მნიშვნელოვანი იქნება იქნებ შემეხმიანოთ. ძალიან ვნერვიულობ და მიიტანეთ გულთან ჩემი მდგომარეობა. თქვენი იმედი მაქვს. ვურთავ ფოტოს. არ ვიცი რომელი ავტობუსით წავიდა და არც ნომერი აქვს, 17-ის მერე არ მქონია კონტაქტი. სამუშაოდ არის წასული არანაირი მავნე ჩვევა არ აქვს და ფსიქიკურადაც ჯანმრთელია”, – წერდა მეუღლე.