“ქრისტიან-დემკრატიული მოძრაობის” მთავარი კომიტეტის წევრმა და ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა:
“შეგონება მომავალ პოლიტიკოსებს: მედია ყოველთვის არ იქნება კეთილგანწყობილი. ის შეიძლება იყოს, კრიტიკურლი და პროვოკაციულიც კი, თუმცა ეს არ გაძლევთ უფლებას მედიასთან შეხვიდეთ კონფლიქტში. მიაყენოთ შეურაცხყოფა ჟურნალისტებს. პირიქით. ამ დროს უნდა გაიღიმოთ, და საკითხის თქვენეული ხედვა მიაწოდეთ მათ. არ დაგავიწყდეთ რომ ინტერვიუს დროს თქვენ ესაუბრებით არა ერთ ჟურნალისტს, არამედ ამომრჩეველს.” – წერს ჩხეიძე