კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ცოლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობაში ბრალდებულს, მსახიობ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა.
“მე ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არამხოლოდ ერთმა მხარემ, მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს. კარგი იქნება თუ დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, რადგან მე მოწოდების გარდა არაფერი შემიძლია” – ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.