გადაცემა შუადღე Live-ის ეთერში მსახიობ გოგოლა კალანდაძესა და მოცეკვავე თეა დარჩიას შორის გულახდილი საუბარი შედგა, რა დროსაც, ეს უკანასნელი გამოტყდა, რომ მისი პირველი სიყვარული სწორედ გოგოლა კალანდაძის მეუღლე, ირაკლი ფერაძე იყო.
“პირველი სიყვარული იყო სკოლაში და სხვათა შორის, ის იყო შენი ქმარი, ირაკლი ფერაძე. მე-4 კლასში ვარ და მზია გვილავამ შემოგვიყვანა ბიჭი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ გოგოს ჰგავდა. პატარა ბიჭი ბრიჯებში, თეთრი პერანგით და გრძელი თმებით. 24 საათი ერთად ვიყავით…მე-დან მე-8 კლასამდე. მერვე კლასში ძალიან გამამწარეს კლასელებმა, დაბადების დღეს ვიხდიდი და არცერთი არ მოვიდა… მე ანსამბლის სახე ვიყავი, პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ოქროს მედალოსანი, სკოლაში რომ შედიოდი ჩემი დიდი ფოტო ეკიდა, ჯეირანის კოსტიუმში გადაღებული… რაღაცნაირად, ბავშვები ხომ იცი… გავბრაზდი, მეწყინა და იმ დღიდან იმ კლასში აღარ შევსულვარ, გადავედი სხვა კლასში. შენი ქმარი ნაცემი მყავს”, – აღნიშნა ხუმრობით დარჩიმ.