მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ამ ომის განმავლობაში ტვ-ში ხშირად ვუსმენ ქართველ გენერლებს, სამხედრო ექსპერტებს, მათი თითქმის 100% არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი, ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ძალა ქართული ჯარისთვის. ნატო-ს სტანდარტის გამოცდილების და რუსეთთან ნებისმიერი ესკალაციისას უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი.
ხოდა, ეს ხალხი. ეს სამხედროები, ეს გენერლები ახლა განდევნილი არიან ქართული თავდაცვის სისტემიდან. მათი ნაწილი ქვეყნიდანაც კი არის გადახვეწილი.
ვის შეიძლება აწყობდეს ეს, უბრალოდ დაფიქრდით. არც დაწეროთ, უბრალოდ დაფიქრდით”, – წერს ქავთარაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/26745-2/