ვარკეთილში, გვიან ღამით კორპუსის პირველი სართულიდან 6 წლის ბავშვი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი კონტაქტური იყო და ის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაზიანებები არ შეუნიშნავთ, თუმცა, არასრულწლოვანი შეშინებული იყო.
როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის დაზიანებები აქვს, ამაზე კლინიკა კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.