გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი, ანდრო ქუჯოშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა.
მისი ახლობლები სოციალური ქსელში ანდრო ქუჯოშვილს ემოციურ პოსტებს უძღვნიან.
“25 შეუსრულებელი წელი. გილოცავ, ჩემო ლომო ბიჭო. მზესავით ანათებდი სულ და მჯერა უფალთანაც მზესავით კაშკაშებ. მოუშუშებელი ტკივილი ხარ, ჩემო პატარა ძამიკო. შენი ლამაზი სულისთვის ვლოცულობთ, ჩვენო ბიჭო. ყველას გვენატრები. მშვიდად განისვენე”.
“ამ დღეს ბევრი უნდა დაგველია და ძაან მაგრად უნდა გაგვეტარებინა ეს დღე, გილოცავ ჩემო ძმაკაცო მთელი გულით მიყვარხარ და მენატრები”.
“დაბადების დღეს გილოცავ, ანდრო, ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, იმის გაზიარება, რომ ფიზიკურად ჩვენს გვერდით აღარ ხარ. ძალიან გვაკლიხარ. ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები”.
“გილოცავ, ოქროს კაცო. ჩვენ გულებში ხარ. ეს დღე სულ სხვაგვარი უნდა ყოფილიყო”, – წერენ სოციალურ ქსელში ანდრო ქუჯოშვილის მეგობრები.
შეგახსენებთ, 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი, მათ შორის, ანდრო ქუჯოშვილი ემსხვერპლა.