ოჯახი 85 წლის მამაკაცს ეძებს. ნოდარ შუშიაშვილი სოფელ ბაზალეთში სახლიდან 11 ივლისს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. დაკარგული იმავე დღეს თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ვიდეო კამერამ დააფიქსირა. მოგვიანებით კი ის თემქის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე ნახეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.
“მეგობრებო,
გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში
ვეძებთ ჩვენს საყვარელ, მოხუც, პაპას, რომელიც ორშაბათს, სოფელ ბაზალეთში, სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
პირველად დაფიქსირდა (სათვალთვალო კამერებში) 11 ივლისს, ორშაბათს, დიდუბეში – სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე, 18:00 საათზე.
რის შემდეგაც, პოლიციის გამოძიების მიხედვით, ტაქსით წავიდა თემქაზე,თბილისის ზღვის სანაპიროს ცენტრალურ შესასვლელთან (სადაც ბოლო ინფორმაციით იმყოფებოდა).
სამშაბათსა და ოთხშაბათზე ინფორმაცია არ მოგვეპოვება. დღემდე გაურკვეველია მისი ადგილმდებარეობა.
ინფორმაცია გაზიარებულია სხვადასხვა ჯგუფში, მათ შორის თემქის ჯგუფშიც. რადგანაც ეს ჯგუფები დახურულია და მხოლოდ მის წევრებს აქვთ პოსტზე წვდომა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ საჯარო პოსტის გაზიარება, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ეს ინფორმაცია და დაუყოვნებლივ დავეხმაროთ მას.
გთხოვთ, თუ ვინმეს კონტაქტი გქონდათ მასთან ან გაქვთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მომწერეთ ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: 577371510.
დიდი მადლობა წინასწარ” – წერს ოჯახის ერთ-ერთი წევრი მარიამ ფოლადიშვილი