საქართველოში, ანაკლიასთან, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დასავლეთ საქართველოში მძლავრად იგრძნობოდა.
როგორც TIA.GE-ს ეპიცენტრიდან 17 კილომეტრში მყოფი მონიკა მაქაცარიამ უამბო, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა, რამდენიმე წამის მანძილზე, მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
“ახლაც მიკანკალებს ყველაფერი. ისე დავიბენი გარეთ გავდიოდი, მაგრამ სად მივდიოდი არ ვიცი ამ პატარა ბავშვით… ცხოვრებაში ეგეთი არაფერი მიგვრძვნია. მე-2 სართულზე ვიყავით და ყველაფერი ჩამოცვივდა სამზარეულოს კარადიდან”, – უყვება TIA.GE-ს ზუგდიდის რაონის სოფელ ინგირის მაცხოვრებელი მონიკა მაქაცარია.