ჟურნალისტმა ვიკა ბუკია, რომელსაც მამა დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
მისი თქმით არ არსებობს მონატრებაზე სისი ტკივილი და სანამ გვერდით საყვარელი ადამიანი გვყავს, მანამდე უნდა დავაფასოთ ისინი.
“ფოტოებში ვიპოვე 3 წლის წინ გადაღებულო ეს ფოტო. ჩემი მამა ჰამაკშია და იცინის. და იქვეა მისი საყვარელი მოა. ზუსტად ასეთი მამა მენატრება. ამ განწყობის მამა. იჯდა ჰამაკში და ხან ერთ ბავშვს უყურებდა და ხან მეორეს.
დააფასეთ ადამიანები თქვენს გარშემო. არ არსებობს მონატრებაზე დიდი ტკივილი” – წერს ბუკია