ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მას შემდეგ გაიკეთებს, რაც მის უსაფრთხოებაში და სანდოობაში დარწმუნდება. სიჭინავამ ამის შესახებ ტლეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„მე არ ვარ ესეთი კომპეტენტური, როგორი სტუმრებიც ჰყავთ დღეს, მაგრამ მე ჩემი ადამიანური მიდგომა მაქვს ამ თემის მიმართ, ნდობა არნდობის საკითხი.
ვუსმენ უკვე კომპეტენტურ ადამიანებს უკვე რამოდენიმე საათია და მაინც მრჩება ასეთი მომენტი, რომ ვარ რაღაც ექსპერიმენტის მონაწილე. საერთოდ ჩვენი საზოგადოების პოლარიზება ხომ ცალკე უბედურება არის..
ვინაიდან ჩემს 4-ვე შვილს აბსოლუტურად ყველა გეგმური აცრა გაკეთებული აქვს უნდა გამოვეთიშო ავტივაქსერების ჯგუფს.
ანაფილაქსიური შოკი თვითონ მაქვს გადატანილი და ვიცი რასაც ნიშნავს და შესაბამისად ძალიან მშიშარა ვარ, როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება. მე არ ვამბობ რომ ამას არასდროს არ გავიკეთებ, მე უბრალოდ დაველოდები.
გეტყვით მე რა გამოსავალი ვიპოვე, გამოვრთე ტელევიზორი. მე ვამბობ, რომ არ არის აუცილებელი ამდენი ნეგატივი ხალხისთვის. ზსიქოზია უკვე ხალხში, აგრესიაა ისეთი, ქუჩა, რომ გადიხარ სახეზე აწერია ყველას, რომ ვერ იტანენ ერთმანეთს. შენ შეიძლება პრევენციები მომაწოდო მაგრამ როგორ დავიცვა ვირუსისგან თავი, მაგრამ მითვალო მიცვალებულები და ავადმყოფები, ეს ჩემთვის მიუღებელია!“, – ამბობს ხატია სიჭინავა.