ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც პრესა მისი და ქართველი მსახიობის შორენა ბეგაშვილის რომანის შესახებ ალაპარაკდა.თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, წყვილი 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.
შორენა მათი განშორების მიზეზებზე საუბრობს.
“როდესაც მქონდა პრობლემა, ვგულისხმობ ევას ამბავს, მე ხალხს ხელგაწვდენილი ვევედრებოდი, რომ ფული გადმოერიცხათ. ყველა ამბობდა, მილიონერი ირაკლი ნანაზე, გვერდით ჰყავს და ჩვენ რატომ გვთხოვს ფულსო.შემდეგ ჭორიც ამიგორეს, ალბათ ახალი მანქანისთვის სჭირდებაო.
როდესაც ევას სამკურნალოდ, წავედი თურქეთში, იქ თვეები ვცხოვრობდი მარტო.ამას თავიდან ვერ ვიაზრებდი, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანს გაუკეთო.როცა ადამიანთან იწყებ ურთიერთობას, ვერ საზღვრავ რას გაგიკეთებს.მივეჩვიეთ ერთმანეთს, კარიერაზე გადავერთე და არ მეცალა იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება შემეცვალა.
მივხვდი, რომ ადამიანი გვერდში არ მიდგას არასდროს.ევას, მისმა მეგობრებმა ფოტო გაუგზავნეს, ევას ასაკის გოგო, რომელიც მას გულის მეგობრად ჰყავდა.”