უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხანძრის შემდეგ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა” – დედა 3 შვილთან ერთად დამწვარ სახლში ცხოვრობს

April 19, 2021
“ხანძრის შემდეგ,  ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა” – დედა 3 შვილთან ერთად დამწვარ სახლში ცხოვრობს
Share on FacebookShare on Twitter

29 წლის ნათია მიქაძე, უკვე 2 წელია დამწვარ სახლში, მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს…

2019 წლის 16 ივლის მიქაძეების ოჯახში, ძველი ელექტროსადენებიდან გაჩენილმა ხანძარმა, სახლი ერთ საათში ფერფლად აქცია. ეს ტრაგედია ოჯახის უფროსისთვის განსაკუთრებულად მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. ჯერ ინსულტი დაემართა, 2 თვეში კი გარდაიცვალა…

იმ ავბედითი დღის შემდეგ, მიქაძეების ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, სახლი შიფერით გადახურეს. ნასახლარში წყალი აღარ ჩადის, მაგრამ იქ ცხოვრება ჯერ ისევ წარმოუდგენელია. გამგეობის დახმარებით, ეზოში მცირე ზომის საქათმე გაარემონტეს. პატარა ფართის გამო, ამ ოთახში მხოლოდ 3 ბავშვის და ნათიას მეუღლის ადგილია. თავად კი ყოველ საღამოს დამწვარი სახლის ერთ ოთახში შედის და ღამეს იქ ათევს.

არა და იყო დრო, როცა მიქაძეების ცხოვრებას მეზობლები და მთელი რაიონი შენატროდა. ბედნიერი წარსულიდან ახლა მხოლოდ მოგონებები დარჩათ. „პრაიმტაიმთან“ საუბარს ნათია იმ დღის გახსენებით იწყებს, როცა მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა…

„2 წლის წინ, 16 ივლისს ცეცხლის კერა მამაჩემის ოთახში გაჩნდა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. მამას ეძინა. მეზობელმა შენიშნა მის ოთახში ცეცხლი და მაშინვე გამოიძახეს სახანძრო, რომელიც ზუსტად 10 წუთში ადგილზე იყო. სენაკის მეხანძრე – მაშველებმა  ჩაქრობა ​დაიწყეს, მაგრამ სამწუხაროდ, წყალი გაუთავდათ და სანამ ხობის ეკიპაჟი მოვიდა, სახლი ბოლომდე დაიწვა.

რაც გადარჩა, ისიც წყალმა დააზიანა. იმ დღეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად სამტრედიაში, მეუღლის ოჯახში ვიმყოფებოდი. როცა დაგვირეკეს და ეს ამბავი გვითხრეს, მაშინვე გამოვვარდით. ადგილზე მოსულებს უკვე განადგურებული სახლი დაგხვდა. მადლობელი ვარ მეზობლების, რომლებმაც მამა გადამირჩინეს. მამიკო ცოცხალი დამხვდა, უფრო სწორად ცოცხალი მიცვალებული. საწყალი შოკურ მდგომარეობაში იყო. მერე როცა გააცნობიერა რაც მოხდა, საშინლად განიცადა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ინსულტმა დაარტყა, ლოგინად ჩავარდა. ზუსტად 2 თვეში გარდაიცვალა. დამწვარი კედლებიდან გავასვენეთ…

ჩვენს უბანში და ზოგადად სენაკში, გამორჩეული ოჯახი გვქონდა. კარგ მაცხოვრებლებად ვითვლებოდით. დედა ხალიჩების ფაბრიკის მთავარი ბუღალტერი, მამა კი ზაგოზერნოს საწყობის უფროსი იყო. ორივეს კარგი შემოსავალი ჰქონდათ და ქონებაც დააგროვეს.

როცა უყურებ როგორ არის გახვეული ცეცხლის ალში ის, რასაც წლები შეალიე, საშინელებაა და ნურავის გამოაცდევინოს. ზუსტად ვიცოდი მამა ამას ვერ გადაიტანდა. ალბათ დედაც, რომ ცოცხალი ყოფილიყო, მასაც ზუსტად ასე დაემართებოდა. ის 8 წლის წინ გარდაიცვალა. როცა მისი დიაგნოზი გავიგეთ, სიმსივნის შორს წასული ფორმა ჰქონდა.

51 წლის იყო, ზუსტად 1 თვეში გარდაიცვალა. დედისერთა ვარ და ჩემს მშობლებს მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდათ. ერთ დროს, ბედნიერი ცხოვრება გვქონდა. მშობლები ცოცხლები მყავდნენ, მეუღლეც კარგ ადგილას მუშაობდა და კარგი შემოსავალი გვქონდა. თავზე არასდროს გადაგვდიოდა, მაგრამ არაფერი გვაკლდა…

ხანძრის შემდეგ,  ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა… მეუღლეს სენაკის კეთილმოწყობის სამსახურში დაასაქმეს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის ვერარ მუშაობს. ჩემი ქმარი იყო ერთადერთი მარჩენალი და ახლა ძალიან ცუდადაა. ესაჭიროება მედიკამენტები, რომლებსაც ვერ ვყიდულობ.

ასევე ადგილობრივი გამგეობის დახმარებით, სახლი დამწვარი ნივთებისგან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. გამოგვიყვეს თანხა, რითაც შევძელით და სახლს შიფერი გადავხურეთ. წყალი აღარ ჩამოდის, მაგრამ ყველაფერი განადგურებულია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტს რაც შეეძლო მხარში გვიდგას. პანდემიის პერიოდი მათ გადაგვატანინეს, გვამარაგებდნენ საკვებით.

გამგებელმა მაცივარიც გვიყიდა. ასევე მუნიციპალიტეტის დახმარებით, ეზოში ორი პატარა ოთახი გაგვირემონტა. დედა მას საქათმედ იყენებდა. ახლა იქ ჩემი მეუღლე და შვილები არიან. ფართის სიმცირის გამო, ჩემი დასაძინებელი ადგილი არ არის. მეუღლეს ხერხემალზე დისკოზი აქვს, მისი გაციება არ შეიძლება. ამიტომ ყოველ საღამოს დამწვარი სახლის იატაკზე ვშლი ლოგინს და იქ ვიძინებ. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება 400 ლარი და მეუღლის მცირე ხელფასი, 280 ლარია.

ნათესავები მაქსიმალურად გვერდით გვიდგანან, მაგრამ ახლა ყველას უჭირთ. ისინი პროდუქტებით პერიოდულად გვეხმარებიან. ხშირად მეკითხებიან შენი ქმრის სახლში რატომ არ მიდიხარო. სამტრედიაში პატარა ხის სახლი გვაქვს, სადაც მეუღლის მშობლები, მოხუცი ბებია, რძალი, მაზლი და მათი შვილები ცხოვრობენ. იქ ფიზიკურად ვერ დავეტევით.

ჩემს შვილებს ბევრ რამეზე სწყდებათ გული. იცით რა საშინელებაა, როდესაც უფროსი შვილი გეკითხება, დედა როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასეო და პასუხი კი ყოველთვის ერთია – არ ვიცი.

ძალიან მინდა ერთი ოთახი გავარემონტო და იქ შევიდეთ. გარკვეული ნივთები უკვე მაჩუქეს. მჯერა, რომ კეთილი ადამიანები ისევ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ვისაც შესწევთ ძალა, რომ სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს. მათ მინდა მივმართო, კეთილო ადამიანებო, დამეხმარეთ ,რათა ჩემს შვილებთან ერთად შევძლო ღამით დაძინება,” – ამბობს ნათია.

ახლა როცა ამ სტატიას კითხულობთ, 9 წლის მარიამი, 4 წლის მაკა და 9 თვის გაბრიელი დამწვარი სახლის კედლებში კეთილი ადამიანების დახმარებას ელიან. სჯერათ, რომ სასწაულები ხდება და მათ ქუჩაზეც მოვა ნამდვილი გაზაფხული.

 205 სულ ნახვები

კომენტარები

0 კომენტარები

Advertisement Banner

სხვა ამბები

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში
კრიმინალური ამბები

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში

August 14, 2022
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი
კრიმინალური ამბები

„დედის მკვლელობის შემდეგ ბებია-ბაბუასთან ჩასულა და უთქვამს…“ – დეტალები ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

August 14, 2022
“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე
კრიმინალური ამბები

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

August 14, 2022
VIDEO: კადრები ბინიდან სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა
კრიმინალური ამბები

VIDEO: კადრები ბინიდან სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა

August 14, 2022
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი
კრიმინალური ამბები

„გუშინ გელაპარაკე…შენს მწუხარე გულს ვეღარ დავამშვიდებ“ – რას წერს მეგობარი შვილის მიერ მოკლულ ქალზე

August 14, 2022
VIDEO: “შეგნებული გოგო იყო..იძახიან შვილმა მოკლა” – მეზობლები 17 წლის შვილის მიერ მოკლულ ქალზე
მოგზაურობა

ვრცელდება დედის მკვლელობისთვის 17 წლის ბიჭის და მისი მეგობრის დაკავების კადრები – “მან 34 წლის დედას დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა”
კრიმინალური ამბები

ვრცელდება დედის მკვლელობისთვის 17 წლის ბიჭის და მისი მეგობრის დაკავების კადრები – “მან 34 წლის დედას დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა”

August 14, 2022
VIDEO: რომ ამბობდით 14 ვაჟკაცი დეიღუპაო, სიურპირზი მაქვს ყველა ცოცხლები ვართ – ქართველები უკრაინიდან
საზოგადოება

VIDEO: რომ ამბობდით 14 ვაჟკაცი დეიღუპაო, სიურპირზი მაქვს ყველა ცოცხლები ვართ – ქართველები უკრაინიდან

August 14, 2022
შემდეგი ამბავი
რა შემოსავალი აქვს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთსა და საქართველოდან – პრეზიდენტის ახალი დეკლარაცია

რა პირობით შეიწყალებს პრეზიდენტი გიორგი რურუას?

“ვოეეეე, ოცნება! გთხარათ ამერიკა-ევროპამ?” – გია კორკოტაშვილი

"ვოეეეე, ოცნება! გთხარათ ამერიკა-ევროპამ?" - გია კორკოტაშვილი

პოპულარული

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში
კრიმინალური ამბები

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში

4 hours ago
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი
კრიმინალური ამბები

„დედის მკვლელობის შემდეგ ბებია-ბაბუასთან ჩასულა და უთქვამს…“ – დეტალები ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

4 hours ago
“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე
კრიმინალური ამბები

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

5 hours ago
VIDEO: კადრები ბინიდან სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა
კრიმინალური ამბები

VIDEO: კადრები ბინიდან სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა

5 hours ago
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი
კრიმინალური ამბები

„გუშინ გელაპარაკე…შენს მწუხარე გულს ვეღარ დავამშვიდებ“ – რას წერს მეგობარი შვილის მიერ მოკლულ ქალზე

6 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში

August 14, 2022
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი

„დედის მკვლელობის შემდეგ ბებია-ბაბუასთან ჩასულა და უთქვამს…“ – დეტალები ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

August 14, 2022
“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

August 14, 2022

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დათი ქოქრაშვილი დათო ოქიტაშვილი დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვალუტის კურსი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მამუკა ონაშვილი მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოსო გოგაშვილი სოფო ნიჟარაძე ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In