Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

„სიტუაცია მშვიდდება” – გამყრელიძის დამაიმედებელი განცხადება

December 28, 2020
რეკომენდაციები გამკაცრდა: ამირან გამყრელიძის საგანგებო ბრიფინგი

„ბოლო ერთი თვის, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოხატულია ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება. ყველა ის ინდიკატორი, რომელიც 7-14 დღიან ინციდენტობასთანაა დაკავშირებული, უკვე ქვემოთაა წამოსული“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით საქართველომ ევროპაში პირველიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

„თუ ჩვენ დეკემბრის დასაწყისში 100 000 მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებლით ევროპაში ვიყავით პირველ ადგილზე, ახლა ევროპაში ვართ მე-8 ადგილზე, ხოლო მსოფლიოში სადღაც მე-12 ადგილზე, ანუ ეს მაჩვენებელიც მცირდება, ისევე როგორც კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამავდროულად, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი დღეს ქვეყანაში არის 92%“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 26%-დან 13%-მდეა შემცირებული.

„აგრეთვე შემცირებულია მიმართვიანობა 112-სა და ცხელ ხაზზე, აგრეთვე კლინიკებში ტესტირებაზე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვითარება ოდნავ მშვიდდება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან თუ რეგულაციებს არ დავიცავთ, სიტუაცია შესაძლოა ყოველ წუთას გამწვავდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 206 313 და გარდაცვლილია 2 418 ადამიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge