Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როცა იქნება, ხომ წავალ ამ ქვეყნიდან და დარჩება ჩემი სიმღერებიო, ეს მითხრა გარდაცვალებამდე” – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური განცხადება

July 11, 2022
“როცა იქნება, ხომ წავალ ამ ქვეყნიდან და დარჩება ჩემი სიმღერებიო, ეს მითხრა გარდაცვალებამდე” – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური განცხადება

ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის, „იმედის დღის“ ეთერში შვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

„რაღაცნაირი ბავშვი იყო. დაჯდებოდა სკამზე – სკამი გატყდებოდა, თვითონ გადმოვარდებოდა, რაღაც ეტკინებოდა. ძალიან ხიფათიანი იყო თავიდანვე, მაგრამ სიმღერის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. სახლში თამაშობდა და მღეროდა. ხანდახან რომ არ მღეროდა, მეზობლები მეკითხებოდნენ, ხომ კარგად არის, რატომ არ მღერისო… დღეს იქნება – ხვალ, როცა იქნება, ხომ წავალ ამ ქვეყნიდან და დარჩება ჩემი სიმღერებიო, ეს მითხრა გარდაცვალებამდე“, – გაიხსენა მან.

მომღერლის დედამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ მას უამრავი ადამიანი წერს.

ცნობისთვის, ლევან კბილაშვილი 21 ივნისს გარდაიცვალა, ხოლო როგორც ქალბატონი მელიტა ამბობს, შვილის გარდაცვალების ამბავი სოციალური ქსელიდან შეიტყო.

“ჩემო ლევანო, ჩემო ბიჭო, ჩემო განსაკუთრებულო შვილო, ყოველდღე მიგზავნიან შენს ფოტოებს და ვიდეოებს დე, რა გავაკეთო, არ მინდა ვნახო, მაგრამ გული არ მითმენს, ასეთი სიყვარული და პატივისცემა რა დაიმსახურე, შვილო, რომ მთელი ქვეყანა და არა მარტო… შენზე ლაპარაკობს, ვერაფრით ვერ მოგიხსენიებ წარსულში, შენ აქ ხარ, ჩვენთან და ასე იქნება მუდამ, მაგრამ მე არ მაქვს უფლება, უდიდესი მადლობა არ გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისი გულწრფელი სიყვარულიც დაიმსახურე. გული გტკიოდა ბევრ რამეზე, მაგრამ იცოდე, დედი, რომ შენ ამ მდგომარეობაში იმდენი შეძელი, ის სურვილი, რაც გქონდა: “ჩემი სახელი და სიმღერები მინდა დარჩესო”… კი არ დარჩა… თითქმის ყველა ოჯახში ისმის და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, დე. მშვიდად იძინე, შვილო. კიდევ ერთხელ მადლობას მოგიხდით, ჩემი ლევანიკოს გულშემატკივრებო” – წერს კბილაშვილის დედა.

Tags: ლევან კბილაშვილიმელიტა ფურცელაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge