Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“მუშტი თავად დამარტყა მამამთილმა” – მარინა ახალაური

January 14, 2021
“მუშტი თავად დამარტყა მამამთილმა” – მარინა ახალაური

სოფელ ჯიჯეთში 96 წლის მამაკაცზე მისმა შვილმა და რძალმა იძალადეს, შემაკავებელი ორდერი გამოწერილია რძლისთვის. ადვოკატის ინფორმაციით, დაპირისპირება სახლისა და ნივთის გაყოფის ნიადაგზე დაიწყო. დაზარალებულის ადვოკატი ქალს მის მიმართ ძალადობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“რუსთავი 2-მა” მოიპოვა ჩანაწერი, რომელიც ასახავს ერთ-ერთ დაპირისპირებას მხარეებს შორის.

თავად ძალადობაში ბრალდებული მარინა ახალაური ბრალდებას უფლებადამცველსა და მის მამამთილს უყენებს და აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე 96 წლის მამაკაცი სისტემურად ძალადობდა.

“მუშტი თავად დამარტყა მამამთილმა, მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახია ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მულის გარდაცვალების შემდეგ, თვითონ გადაბარგდა გომურში, გალესილი სახლია, იატაკიც აქვს და ჭერიც, მერე რა, რომ ბოსელზეა მიბმული. ჩემი მამამთილი  პროფესიონალი მწყემსია, მთელი თავისი ცხოვრება ეგეთ სახლში კი არა, უარესშიც ცხოვრობდა, მას ეს მოსწონს, ჩვენ არ გაგვიგდია სახლიდან,” – აცხადებს ვარდო თათარაშვილის რძალი მარინა ახალაური.

ვარდო თათარაშვილის შვილიშვილი ნიკოლოზ თათარაშვილი ვარაუდობს, რომ 96 წლის მამაკაცს “გონებას ადვოკატი ურევს”.

“ძალადობას ჩვენი მხრიდან არ ჰქონია ადგილი. გუშინ მან აქეთ სცემა დედაჩემი. ეს მოხუცი გვიჩივის, უნდა ყველაფერი გაყიდოს და გაგვიშვას. სახლი მისსა და მამაჩემის თანასაკუთრებაშია. 96 წლის არის და არც კი იცის რა არის აუქციონი, მე როგორც მივხვდი ადვოკატი ურევს მას გონებას,” – აღნიშნავს ვარდო თათარაშვილის შვილიშვილი ნიკოლოზ თათარაშვილი.

წყარო: რუსთავი 2

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – ამ წუთებში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს
  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge