Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვერ ვეგუები ამ სილამაზის დამიწებას” – პოეტი რუსა მერაბიშვილი გარდაიცვალა

May 7, 2021
“ვერ ვეგუები ამ სილამაზის დამიწებას” – პოეტი რუსა მერაბიშვილი გარდაიცვალა

რუსა მერაბიშვილი, რომელიც საზოგადოებამ საოცარი ლექსებით გაიცნო, აღდგომადღეს მძიმე სენით გარდაიცვალა. ის ემიგრანტი იყო. თაყვანისმცემლები და მეგობრები რუსას მისივე ლექსების სტრიქონებით ემშვიდობებიან.

“ჩემო რუსააა… ვერ ვმშვიდდები, გოგო… ვერ ვეგუები ამ სილამაზის დამიწებას… რამდენი ვილოცეთ შენი სულისთვის, რომ არ ჩამქრალიყო შენს გულში მზე!..
წუხელ დილის ექვს საათამდე შენს ხმოვან გზავნილებს ვუსმენდი… სულ რამდენიმე დღის წინ თურმე სული ამოგდიოდა და ჰოი, საოცრებავ, ბოდიშს მიხდიდი, ყურადღებას ვერ გაქცევთო…
თურმე მემშვიდებოდი, რუსა და რას ვიფიქრებდი, რომ აღდგომადღეს ანგელოზივით გაგვიფრინდებოდი… სიკვდილამდე მეყვარება შენი სიფრიფანა სული…”, – წერს მეგი მოლოდინი.
…
ჰო….
მე ასეთი ვარ,
შეშლილი…მარტივით…
არ მაქვს ხასიათი
მთლად ხავერდოვანი…
ვერაფრით მოვარგე
ამ სახეს ნიღაბი
და ლექსებს სიტყვები
მაღალფარდოვანი…
ქედს ვუხრი ალალ და
ღირსეულს სამართალს,
და ჩემს წილ ტყვიასაც
შუბლს არ ავარიდებ,
სიცოცხლედ მოვყევი
ადრიან გაზაფხულს…
დავდივარ, დავდივარ,
სიყვარულს ვარიგებ…
ჩემსა და სხვის დარდებს
გულს სევდად ვუნაცვლებ,
თითებში აჩეხილ,
პრიალა კარტივით…
უსაზღვრო, უძირო,
მშფოთვარე, მღელვარე…
ჰო….
მე ვარ ასეთი…
შეშლილი….მარტივით…

…
ვითმენ ტკივილებს – ქარით მოტანილს,
კვლავ ზამთრის ცქერით გული მეღლება,
სულ ცოტა დარჩა
და მარტს მკერდიდან
რძე მალე წვეთ-წვეთ
ჩამოეღვრება…

..

ისე მივდივარ, რომ ვერ ვიქალე,
ვერ აგირიე სისხლში ზედაშე,
ტკივილს თვალებით ძლივსღა ვიკავებ,
ბევრი ვიყავით ერთად, მე და შენ…
მარტია, მზისგან ხელებდასხმული,
და შეშლა, შეშლა, მაინც არ ცხრება…
ყურისძირშია გზის დასასრული,
წავალ და შენზე გული დამწყდება.
რუსა მერაბიშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი”- რა გახდა წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი
  • „გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge