“შეიძლება, რაღაც დროით დაპაუზდეს, ამ პაუზაში ვიღაცები დარჩნენ, ვიღაცები წავიდნენ, მაგრამ სანამ მაყურებელს ენდომება, სანამ ქეთის ექნება იდეები სცენარისთვის და “ფორმულა კრეატივს“ სურვილი, ეს სერიალი იქნება. კრიზისი არის, მაგრამ რომ იცოდეთ მერამდენე ზაფხულია, როცა არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა… პრობლემები ყოველთვის იყო და მოუძებნიათ გამოსავალი. იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება. თუმცა, არა მგონია, ეს პრობლემა მალე გადაიჭრას“.
ამის შესახებ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობმა ანა ტყებუჩავამ ჟურნალ “თბილისელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.