Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“ბოლომდე არ სჯეროდა, რომ იყო მწერალი” – გურამ დოჩანაშვილის ცოლი მეუღლეზე

April 5, 2021
“ბოლომდე არ სჯეროდა, რომ იყო მწერალი” – გურამ დოჩანაშვილის ცოლი მეუღლეზე

საქართველო გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

კლასიკოსი მწერლის ცოლი, ნათელა სეფიაშვილი ამბობს, რომ გურამ დოჩანაშვილის ოცნება იყო, მწერალი გამხდარიყო : “ბოლომდე არ ჯეროდა, რომ იყო მწერალი…”

ნათელა სეფიაშვილმა მომავალი მეუღლე სტუდენტობისას გაიცნო.

“მე 1959-ში გავხდი სტუდენტი, უნივერსიტეტის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული განყოფილება. შილერის საღამო უნდა მოეწყო და მე ვიყავი ჟანა დარკი. პირველად დამინახა წიგნებით და ჩაიდო გონებაში, რომ მე ვიქნებოდი მისი ცოლი…” – ჰყვება “კურიერთან” ნათელა სეფიაშვილი, რომელიც ნამდვილად გახდა უდიდესი კლასიკოსის ცოლი, თუმცა ამბობს, რომ მისთვის გურამ დოჩანაშვილი ბოლომდე “პირველ შვილად დარჩა”.

“ძალიან მიამიტი, ალალი გული ჰქონდა, ბავშვის, ჩემთვის ეგ არის პირველი შვილი… სიტყვა “ქმარი” მე არ [მითქვამს]… ის იყო ჩემთვის შვილი, რომელიც სულ ჩვილი იყო, ახალშობილი,” – იხსენებს ნათელა სეფიაშვილი.

“სამოსელი პირველი” რომ დაწერა, გაოცებული იყო, არ იცოდა, საიდან მოდიოდა….

“ბრმადყოფილზე” – არა პაუზა, დაამთავრა, მოასწრო, გახარებული იყო, რომ დაამთავრა. ასე მთავრდება – “მე, გურამ დოჩანაშვილი…” დაასრულა, ეგრევე დავარეკინე გამომცემელთან, ელაპარაკა რომ დამთავრდაო და ამოისუნთქა,” – ჰყვება მწერლის მეუღლე.

გურამ დოჩანაშვილი ერთადერთია თანამედროვე საქართველოში, ვისაც მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას უკლებლივ ყველა ემხრობა, თუმცა სხვაგვარი აღმოჩნდა დიდი ქართველი მწერლის და მისი ოჯახის ნება.

გურამ დოჩანაშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – ამ წუთებში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს
  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge