ამ წუთებში ქუთაისში, ჭახათის ტყეს ცეცხლი უკიდია. ხანძრის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია “რიონი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის კერები დასახლებაშიც გადადის. ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა. დამწვარია 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.