გენეალოგიის ბრიტანელმა სპეციალისტმა ნიკ ბარატმა გამოარკვია, რომ ჯონი დეპი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შორეული ნათესავები ყოფილან.
მკვლევარი აცხადებს, რომ მსახიობი და მისი უდიდებულესობა ხუთას წელზე მეტი ხნის წინათ დანათესავდნენ, როდესაც მსახიობის შორეული წინაპარი მამაკაცი დაქორწინდა მშვენიერ ასულზე, რომელსაც სამეფო ოჯახთან ჰქონდა კავშირი.
ჯონი დეპი ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.