ქეთი მელუა ბიჭის დედა გახდა- მომღერალი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, პატარას სანდრო დაარქვეს.
“ეს არის საუკეთესო თვე. ჩვენ ახლა სანდროს მშობლები ვართ, ყველაფერი სიზმარს ჰგავს, არასდროს მიგრძნია ასეთი ძლიერი სიყვარული…”, – წერს ქეთი მელუა და ახალშობილის ფოტოებს აქვეყნებს.