რუსთავში დაკარგული 13 წლის ბიჭი იპოვეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
სტეფანეს დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს:
“ბოდიშს გიხდით, რომ ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ. სტეფანე კარგად არის, ღვთის წყალობით, ჯანმრთელად არის. იყო ძაღლთან სათამაშოდ გვერდით კორპუსში და წვიმის გამო ძაღლის პატრონთან გაჩერდა. შემდეგ კი, ჩასძინებია და უფროსმაც ვერ მოიფიქრა ჩემი გაფრთხილება. მადლობა ყველას, ყურადღებისთვის. სკოლიდან დარეკეს, დახმარება თუ გვჭირდებოდა. პოლიცია, მოხალისეები, მთელი ღამე ეძებდნენ სტეფანეს. კარგად არის და დიდი მადლობა ყველას, მოკითხვისთვის”, – ამბობს ბავშვის დედა ვიდეომიმართვაში.