პატრიარქი თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანსთქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას.ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ.ილია IIსრულიად
საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი“ – ნათქვამია წერილში.