სოციალურ ქსელში სალომე ჩარკვიანი რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს, რომ რაჭა-ლეჩხუმი სავსეა მეწყრული ზომებით, თუმცა სახელმწიფო არაფერს აკეთებს პრევენციისთვის. ჩარკვიანს მაგალითად მოჰყავს იაპონიის, აშშ-ისა და იტალიის მაგალითები, სადაც მეყწრულ ტერიტორიებს სპეციალური აღჭურვილობით იცავენ:
“რაჭა-ლეჩხუმი სავსეა მეწყრული ზონებით, ყოველ წელს რაღაც ხდება. მაგალითად, შარშან ლეჩხუმში ერთი მასწავლებელი მოიყოლა და მოკლა. მაგრამ ერთი მასწავლებლის სიცოცხლე რა სალაპარაკო იყო ამათთვის და თვეების შემდეგ რომ ჩავედი, ისევ ისე ეყარა მიწა და ქვები გზაზე, არათუ რამე ვერ ისწავლეს ამ შემთხვევიდან, არამედ გზის გაწმენდაზეც არ შეიწუხეს თავი.
თანამედროვე ინჟინერიის სამყაროში მეწყრით აღარ ადგება ან მხოლოდ მინიმალური ზიანი ადგება ადამიანს. ფოტოებზე ხედავთ იაპონიის, შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ იტალიის სხვადასხვაგვარ მაგალითს, თუ როგორ ხდება იდენტიფიცირებული მეწყრული ადგილების დამუშავება. (ვაშლიჯვარშიც გამოიყენეს ეს ტექნიკა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა ამბავი ატეხეს მთის მოწყვეტაზე).
რაც ჩვენ გვჭირს, ესაა საფასური იმის, რომ ჩვენს მთავრობას განვითარებული ქვეყნებისგან მაგალითის აღება კი არა, გეები რას ჩაიცვამენ და სად გაივლიან, ეგ უფრო ანაღვლებთ. ასე უფრო ადვილია, რომ ჩვენი ფული ქვეყანას კი არ დაახარჯონ, სახლში წახვეტონ.