მომღერალი ნუცა ბუზალაძე ტელეკომპანია იმედის გადაცემას ესტუმრა და აღნიშნა, რომ აპირებს საკუთარი სუნამოს გამოშვებას, ასევე ექნება ტანსაცმლის ხაზი, რომლის დიზაინერიც თავად იქნება.
„ჩემი ერთთვიანი დასვენება დამთავრდა. 3 დღეში მივფრინავ ისევ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ალბომის გამოშვება, ალბომი იქნება ინგლისურენოვანი, სიმღერები სპეციალურად ჩემთვის დაიწერება, ერთად უნდა ვიმუშაოთ,“ – განაცხადა ბუზალაძემ