ნოდიკო ტატიშვილი ცნობილი მეკვლეა.
ის თავისი „კარგი ფეხის“ შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:
„მართლა კარგი ფეხი მაქვს. მივდივარ მათთან, ვინც ძალიან შინაურია, ძალიან მიყვარს და ყველაფერი საუკეთესო მემეტება მათთვის. ერთმა მეგობარმა, რომლის მეკვლეც ვიყავი, ახალი მანქანა იყიდა, მეორემ ბიზნესი გააფართოვა, მესამემ ბინა იყიდა, მეოთხე გავათხოვე.
უბრალოდ, მთელი გულით ვუსურვებ ყველაფერ კარგს. სიტყვას ხომ თავისი ენერგია აქვს. მე ძალიან მჯერა მეკვლეობის, თან, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ მოდის შენთან მეკვლედ…“