“ტელეკომპანია პირველი – “იმედის” ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?” – ამ კითხვით მიმართავს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “პირველს”.
როგორც ნათია ფანჯიკიძე წერს, დახლოებით ერთი თვის წინ მეგობარმა გამაფრთხილა, რომ სუს-მა ოპოზიციურ ტელეკომპანიებში ინფორმაცია “შეაგდო”, ირაკლი ალასანია ბრუნდებაო…
“დახლოებით ერთი თვის წინ გამაფრთხილა მეგობარმა, სუს-მა შეაგდო ინფორმაცია ოპოზიციურ ტვ-ებში, ალასანია ბრუნდება და გაემზადეო. ხოდა აგერ მზადდება რაღაცეები, როგორც ჩანს და მზადდება “ტვ პირველის” მიერ. რა ვივარაუდო? სუს-ი მართავთ, “ნაცები”, “ქოცები?” თუ დიდი ხანია ყველა ერთადაა? გველებივით ერთმანეთში გადახლართული.
და კიდევ.. ვიცი, რომ არცერთი პარტია და ენჯეო არ დამიცავს არასდროს, მაგრამ მე ერთი გეყოფით. დამიჯერეთ, არ ღირს ჩემი შეწუხება. უამრავი საქმე მაქვს და არცერთი ამ საქმეთაგანი არაა პოლიტიკური, ძალიან არ მაინტერესებთ არავინ. გარდა უკრაინის ომისა, არ მაინტერესებს არანაირი პოლიტიკა, რადგან ერთმანეთზე არასწორად რომ გთვლით ყველას, არასდროს დამიმალავს, მიუხედავად იმისა, რომ ზრდილობა მეტ-ნაკლებად მახასიათებს. აბსოლუტურად სხვა ხალხი ხართ და სხვაა ის ქვეყანა, რომელსაც მე ვეძახი საქართველოს. გმადლობთ თქვენი პათოლოგიური ყურადღებისთვის. ირაკლისთან გაქვთ შეკითხვა? გაეკიდეთ ირაკლის. პერიმეტრზე არ მომიახლოვდეთ არცერთი”, – წერს ფანჯიკიძე.
ნათია ფანჯიკიძეს კომენტარებში ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძანელი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა: “ნათია, ჟურნალისტი ეძებდა კომპანია “კრატოს ჯგუფს“, რომელიც აღმოჩნდა რომ თქვენს ბინაშია რეგისტრირებული”.
ნათია ფანჯიკიძე: “და რა კომპანია ყოფილა, რამ დაგაინტერესათ? რამე უკანონოა? გინდა კომპანიას რა უფლებით ადგები, თუ უკანონო არაფერია და მითუმეტეს, რომ მე არ ვიცოდი, თორემ თქვენ ნამდვილად გადასარევად იცით, რომ როგორც დარეგისტრირდა, ისე გდია ეგ რაღაც კომპანია. კიდევ უკეთ იცით, რომ აქ ვცხოვრობ. და თუ აქამდე არ იცოდით, ახლა კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მე აქ ვცხოვრობ. ალბათ წერეთლებმაც არ იციან, სად ვცხოვრობ, ხომ?
კარზე ბრახუნი იყო, შპს რაღაც აქაა? მე ვუთხარი გვერდით კარში (არქიტექტურული ფირმაა და ვიფიქრე, მათ ეძებენ-მეთქი) იმათ უთხრეს, – ჩვენ არ ვართო და მიბრახუნებს ისევ – “ტვ პირველიდან“ ვართ, ირაკლი ალასანიას მოძებნაში ვერ დაგვეხმარებით? ვუთხარი, ვერა, ძვირია ბილეთი ნიუ-იორკამდე. და არ იცით ეს შპს რაღაც? მე ვუთხარი, პირველად მესმის. მოკლედ, დავურეკე ირაკლის და აღმოჩნდა, რომ ამ დასახელების შპს მართლა შეუქმნია, მაგრამ შპს არ მუშაობს. როგორც შექმნა, ისე მიაგდო და შესაბამისად, მეც აზრზე არ ვიყავი. ხოდა, სანამ, არ ვიცი, ამჯერად ვისი შეკვეთით ან რით ვერ გავიწყდებით ვერცერთ მხარეს, დეტექტივს დაწერთ, თხოვნა მაქვს, კარს იქიდან რომ ვამბობ, ბოდიში, პირსახოცით ვარ და ვერ ვაღებ კარს, აი, ეგ იდუმალად მიხატ-მოხატოთ, რომ ჩემი მშვენიერი ხმა კოხტად ისმოდეს გამოსახულების გარეშე.
ნოდარ მელაძე: “ნათია, რეესტრში წერია, რომ აქ არის კომპანიის მისამართი. მოვედით ოფისში და დაგვხვდა თქვენი ბინა. მგონი, გასაგებად აგიხსენით. თქვენ თუ არ იცით, რომ თქვენს ბინაში კომპანიაა რეგისტრირებული, ძაან უცნაურია. რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის დროს მესაკუთრის თანხმობაა საჭირო”
ნათია ფანჯიკიძე: “ძალიან კარგად იცი, რომ ეს ჩემი სახლია და ვცხოვრობ, ისიც კარგად იცი, სად არის ირაკლის ოფისი. ასევე ისიც იცი, რომ ირაკლი არაა თბილისში. და სხვათა შორის, თვეების წინ დომინიკის ფორბსთან ინტერვიუ რომ წამლად ჩააგდე და წინ საოცრებები წაუმძღვარე “კრახით წასულ მინისტრზე”, საოცარი გადაცემა გააკეთე, თითქოს რამეს უკანონოს აკეთებდეს ირაკლი, მაგაზე არც ვიკადრე კითხვა დამესვა ან რამე მეთქვა. აი, სახლში ბრახა-ბრუხი კი ნამეტანია. თორემ გადაცემა არ გამკვირვებია, ნეტავ რომელმა შეუკვეთა – თქო, – გავიფიქრე და იქვე დავივიწყე…”
ნათია ფანჯიკიძე: “მოკლედ ნოდარ მელაძის მეორე კომენტარიც რომ დავმალე, რითიც 100 000-ზე მეტ ადამიანს შეეძლო სცოდნოდა ზუსტი მისამართი, სად ვცხოვრობ, ჩატიც დაიმალა მის ქვეშ, რაც სულაც არ იყო ჩემ ინტერესში, მაგრამ მემგონი მაინც აშკარაა რაზე ვდაობ. მადლობა ვინც სტატუსი “შეამჩნია”. უმეტესობა ზუსტად ის ხალხია, როცა 5 ადამიანი დააკავეს “კაბელების საქმეზე”, მაშინ რომ ბედავდნენ ღია მხარდაჭერას”…
ნოდარ მელაძე: “ძალიან დიდი სირცხვილია ახლა ჩემზე წეროთ ვისი დაკვეთით აკეთებს სიუჟეტსო!!!! ჯერ რა იცით რა სიუჟეტს ვაკეთებთ , ეს ერთი, მეორე გაგახსენებთ ის კაბელების საქმე ჩემი გაკეთებული გამოძიება იყო პოსტ სკრიპტუმში და დელტაკომის ამბავიც”…