ამერიკულ მეგა პროექტში American Idol-ში მონაწილეობას ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იღებდა. ის ტოპ 12 საუკეთესო მონაწილეს შორის იყო, თუმცა ათეულში გადასვლა ხმების რაოდენობის გამო ვეღარ შეძლო და პროექტი დატოვა.
ახლახანს ცნობილი ხდება, რომ კეტი პერი და ლიონელ რიჩი ჟიურის წევრები დროებით აღარ იქნებიან. ამის მიზეზი მეფე ჩარლზის კორონაციაა, რომელიც 6 მაისს გაიმართება. ცერემონიაზე მათ მუსიკალური ნომრები უნდა შეასრულონ.
კეტი პერის და ლიონელ რიჩის დროებით ედ შირანი და ალანის მორისეტი ჩაანაცვლებენ.