თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელთან პაოლო მალდინისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ვხედავთ ლევან კობიაშვილსაც.
კადრში ჩანს, რომ ფეხბურთელები მეუღლეებთან ერთად პოზირებენ და კახას გვერდს ანუკი არეშიძე უმშვენებს.
სავარაუდოდ ფოტოები იტალიაში, ქალაქ მილანშია გადაღებული.