პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ, „ტვ პირველის“ ეთერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცვლილებაზე ისაუბრა.
„სინამდვილეში რა საშუალება არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად ლონდონიდან ჩამოიყვანოს ვინმე წიგნიერი ადამიანი და დანიშნოს მინისტრად? აქვს, მაგრამ, ის ამას არ დაუშვებს, რომ ვინმემ საფრთხე შეუქმნას. ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდიდან აარჩია ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირი. ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძესთან შედარებით ალა პუგაჩოვაა. პრიმადონაა მართლა პოპულარობით კობახიძესტან შედარებით“, – თქვა მან.