პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შალვა რამიშვილს მიმართავს:
“მიუხედავად უნტერვიუზე უარისა POST TV დამადგა ოფისში. ასეთი რამ Real TV-საც კი არ უკადრია თავის დროზე. ქუჩაში მელოდებოდნენ ხოლმე. Shalva Ramishvili არ არის პრობლემა, პატივით მივიღეთ, ინტერვიუც მივეცი, პატარა შესავალი კურსი გამოვიდა არასამთავრობოების არსისა და ფუნქციის შესახებ და მომავალშიც მივიღებ, ყავასაც შევთავაზებ, მაგრამ სანამ ჟურნალისტს გამოუშვებ იქნებ მოუყვე ხოლმე სად და რატომ მიდის, თორემ დარწმუნებული ვარ სრული სიახლე იყო მისთვის სოზარის არასამთავრობოული წარსული არც სოზარის თავისუფლების ინსტიტუტელობა იცოდა, არც სოზარის ამერიკული გრანტით დაფინანსებული პროექტები, არც სახალხო დამცველს რომ სწორედ გრანტებით ეხმარებიან” – წერს ხიდაშელი