რუსეთში მოღვაწე ქართველ მომრერალს დიანა ღურწკაიას ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა.
რუსულ მედიასთან mk.ru-სთან მისმა ძმამ რობერტ ღურწკაიამ განაცხადა, რომ დიანას მეუღლის სიკვდილთან შეგუება უჭირს და მის საფლავს არ შორდება.
„ყოველ დღე დადიოდა სასაფლაოზე პიოტრის სანახავად. მხოლოდ ორშაბათს არ გავუშვი, რადგან, მართლმადიდებლებს, გვაქვს ასეთი რწმენა. ორშაბათს საფლავზე არ უნდა გახვიდე თუ სახლში შვილი გყავს“ – აცხადებს მომღერლის ძმა
შეგახსენებთ, რომ პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.