„რუსთავი 2 -ის“ რეალითი შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
„მეგობრებო, გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ ჩემზე და ჩემ მეგობრებზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალები, გთხოვთ ჩამიყაროთ.
პ.ს. ანონიმურობა დაცული იქნება“, – წერს ნაზღაიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 5 იანვარს, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს და მის ორ მეგობარს სავარაუდოდ, ცივი იარაღით, რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა.